3 იანვარს, ამერიკელმა კანონმდებლებმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად, 218 ხმით კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს.
პირველ კენჭისყრაში მაიკ ჯონსონს მხარი ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რალფ ნორმანმა და კეიტ სელფმა არ დაუჭირეს, მეორედ გამართულ კენჭისყრაზე კი ჯონსონმა მათთან შეთანხმების მიღწევა მოახერხა და სანაცვლოდ, 218 ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელ სპიკერს მხარი არცერთმა დემოკრატმა დაუჭირა. დემოკრატიულმა პარტიამ თავიანთ კანდიდატად ჰაკემ ჯეფრისი წარადგინა, თუმცა მან 215 ხმა მოიპოვა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ორშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა. მან რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს "კარგი და შრომისმოყვარე კაცი" უწოდა. ჯონსონმა პარასკევს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრამპის ეს მხარდაჭერა მას ხელახლა არჩევაში დაეხმარება.
სპიკერის არჩევითვე, აშშ-ში მუშაობას იწყებს ახალი მოწვევის კონგრესი, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომლის არჩევნები ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს.
0 კომენტარი