2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, "ქართული ოცნების" მილიარდელ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. 

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის "მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)". აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე. ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის "საზიანო ქმედებების საპასუხოდ".

მასში ხვდებიან ისინი, ვინც "ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში". აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესებული სანქციები ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც ეხება.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *