ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა X-ზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ "საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია".
"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის ჟამს, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია. ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს", - აღნიშნა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
0 კომენტარი