სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, რატომ არ უწესებს შეერთებული შტატები სანქციებს თბილისში განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირს, ბიძინა ივანიშვილს, განაცხადა, რომ "პოტენციურ სანქციებზე წინასწარ არ ისაუბრებს, თუმცა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს".

"როგორც იცით, არ ვაპირებ საუბარს პოტენციურ სანქციებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ან საქართველოში მყოფ პირებს დავუწესებთ. ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ შეცვლილი მიმართულებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ განცხადება სახელმწიფო მდივნისგან წინა კვირაში, რომელშიც მან გარკვევით თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორისაა, ახალი სანქციების დაწესებაც. თუ რა სანქციებია და ვის ეხება ეს, მოგიწევთ მოიცადოთ, სანამ მათ გამოვაცხადებთ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *