ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს.
"საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების სასტიკ დარბევას განაგრძობს. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი "ქართული ოცნების" გარემოცვის მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია განზე გავდგეთ და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს დიქტატურაში ჩავარდნა დავუშვათ", - ნათქვამია ამერიკელი კანონმდებლის განცხადებაში.
0 კომენტარი