აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებით მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, "გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა".
პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინების საკითხებს.
"შეერთებული შტატები დიდი ხანია, დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შემაშფოთა ქვეყანაში ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის, კანონმდებლობის ამოქმედებამ, რომელიც ანარეკლია რუსეთის კანონების, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც - ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღდგენის საკითხზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავალს ეფუძნება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახელი აქვეყნებს.
0 კომენტარი