ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მომუშავე პირებს, რომლებმაც საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.
"დიდი მწუხარებითა და შეშფოთებით გაგივე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში მთავრობის რეიდების შესახებ. ისინი ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც გავიგე, მთავრობამ მათი ელექტრონული მოწყობილობები წაიღო, მათ შორის, ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერიც. უპირობოდ ვგმობ ამ რეიდებს. ის, რომ ეს მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მჯერა, რომ რეიდებს არ ექნება სხვა შედეგი, გარდა იმის დამტკიცებისა, რომ ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათ, ვინც საკუთარი უფლებამოსილება აშკარად ბოროტად გამოიყენა", - ნათქვამია კონგრესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში, ფინანსური პოლიცია შევიდა და გაჩხრიკა.
0 კომენტარი