ოფიციალური კიევი ქალაქ ხარკოვში რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება. ქალაქის მერმა იჰორ ტერეჰოვმა თქვა, რომ ხარკოვში სულ მცირე ექვსი აფეთქება დაფიქსირდა.
განგაშის სიგნალია ჩართული ლვოვშიც, რომელიც რუსული დრონების სამიზნედ იქცა - წერს რეგიონის გუბერნატორი მაკსიმ კოზიცკი Telegram-ში.
გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში დრონით განხორციელებულ თავდასხმებზეც. უკრაინული მედია იუწყება, რომ მრავალსართულიან შენობას ცეცხლი საჰაერო თავდასხმის შემდეგ გაუჩნდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები კი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
0 კომენტარი