უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კიევში მას შემდეგ მიიწვია, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ომის დასრულება შეუძლია, რადგან “ორივეს, უკრაინისა და ასევე, რუსეთის პრეზიდენტებს კარგად იცნობს”.

„დონალდ ტრამპს ვთხოვ უკრაინაში ჩამოვიდეს. გიწვევთ კიევში, თუ თქვენ ომის შეჩერება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. მე კი, ზუსტად 24 წუთი დამჭირდება იმის განსამარტად, რომ მას ამ ომის მართვა არ შეუძლია, რადგან შეუძლებელია პუტინთან მშვიდობის დამყარება. ომი, 24 საათში, პუტინისთვის ჩვენი ტერიტორიების დათმობის გარეშე, ვერ დასრულდება ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანულ არხ NEWS24-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების "ფორმულა" აქვს, "სურს იცოდეს, როგორ გამოიყურება ის".

“თუ ომის სწრაფად დასრულების შესახებ ნახსენები წინადადება, რომლის დეტალების შესახებაც არავის სმენია, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის მიზანშეწონილი არ გახლავთ, ის მაინც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი იდეა განხორციელდეს. და ეს არის ის, რაც ცოტა მაწუხებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

გასულ წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ „მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ომის საკითხს, ერთ დღეში, 24 საათში გადაჭრის”. „შევხვდები პუტინს და შევხვდები ზელენსკის. ორივეს სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს და 24 საათში, ომის საკითხიც მოგვარდება“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *