პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს, “რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიქტატურის წინააღმდეგ ერთიანი დგომა და რომ პოლიტიკამ არ უნდა უღალატოს ჯარისკაცს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ამერიკულ იარაღს შეუძლია დაამარცხოს და დაასრულოს რუსული ძალები უკრაინაში”.
“მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცს, რადგან როგორც იარაღია საჭირო თავდაცვისთვის, თავისუფლებაც ყოველთვის მოითხოვს ერთიანობას. მთელი მსოფლიო გვიყურებს, აკვირდება თავისუფალი ერის ბედს და რომ უკრაინელები არ დანებებულან და არც დანებდენიან. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს თქვენი იმედი”.
0 კომენტარი