უკრაინის პირველი ლედი: უცხოური დახმარების გარეშე უკრაინელებს “სასიკვდილო საფრთხე” ემუქრებათ
უკრაინის პირველმა ლედიმ “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, თუ დასავლური ქვეყნები ფინანსურ დახმარებას არ გააგრძელებენ. ზელენსკამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა სენატორებმა ძირითადი დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გამოყოფას გულისხმობს.
“ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება. ჩვენ ამ ვითარებაში დაღლის უფლება არ გვაქვს, რადგან თუ დავიღლებით, ეს სასიკვდილო განაჩენია უკრაინისთვის. და თუ მსოფლიო დაიღალა, ისინი უბრალოდ გვაძლევენ შესაძლებლობას დავიღუპოთ. მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ ნიშნებს, რომ დახმარებისადმი მგრზნებარე მზაობა, შესაძლოა, გაქრეს. ეს ჩვენთვის სიცოცხლის საკითხია”- განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
0 კომენტარი