უკრაინამ დაგმო რუსეთის გეგმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომავალ გახაფზულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ და ის ბათილად გამოაცხადა. ასევე, უკრაინა პირობას დებს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს ყველა დამკვირვებლის წინააღმდეგ, რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს.
ამ კვირაში, რუსეთის ზედა პალატამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის მარტში დანიშნა და განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობას პირველად მიეცემა შესაძლებლობა რუსეთის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. რუსეთი აცხადებს, რომ ანექსირებულია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქები, რაც კიევთან ერთად დასავლეთმა დაგმო. გარდა ამისა, კიევის განცხადებით, არცერთ ამ ოლქს რუსეთი სრულად არ აკონტროლებს.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ გადმოს რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების შესახებ და დააწესოს სანქციები მასში ჩართული ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების მიმართ”,-აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა სხვა ქვეყნებიც, არ გააგზავნონ დამკვირებლები “ფსევდოარჩევნებზე”. მათივე თქმით, რუსეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და ის მხოლოდ არსებული რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება.
0 კომენტარი