უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადაში სამხედრო სამსახურისა და მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

“სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. მთავრობა შესაბამის წესებს ამუშავებს", - განაცხადა უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ.

მანამდე კი, 19 დეკემბერს გამართულ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას 450-500 ათასი წვევამდელის დამატებით მობილიზების ინიციატივა აქვს, თუმცა “გეგმის განსახორციელებლად რამდენიმე საკვანძო საკითხია დასაზუსტებელი”.

“ეს მასშტაბური რიცხვია, ამიტომ ვუთხარი, რომ სანამ მას მხარს დავუჭერ, მეტი არგუმენტის მოსმენა მჭირდება”, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

24 დეკემბერს კი, Suspilne-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ “კანონპროექტი უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის მიდგომებს შეცვლის, რათა საზოგადოებამ არ განიხილოს სამხედრო გაწვევა, როგორც „სასჯელი“, არამედ, როგორც ქვეყნის წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობა”. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *