ბელარუსი ლიდერი, სვეტლანა წიხანოვსკაია "გლობალნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებისთვის მისამართით მისი მთავარი გზავნილია დაეხმარონ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის იბრძვის". ის ასევე ამბობს, რომ "ამ ბრძოლის წინა ხაზზე დღეს უკრაინაა, რადგან უკრაინელი ხალხი დღეს არამხოლოდ საკუთარი მიწისთვის იბრძვის, ისინი ებრძვიან დიქტატურას, მის არსს, როგორც მახინჯი და საშიში მმართველობის ფორმას".

"რეჟიმი, არამხოლოდ ჩემ ოჯახს, მშვიდობიან მოქალაქეებს გაუსწორდა, რომლებსაც მრავალწლიანი დიქტატურის შემდეგ, დემოკრატიული ცვლილებების სურვილი ჰქონდათ. ისინი ყველას გაუსწორდნენ, სასულიერო პირებსაც კი. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. თუმცა ეს ადამიანები დღესაც მზად არიან გადამწყვეტ დროს ისევ ერთად დადგნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სრული უმრავლესობა სწორედ ამ მომენტს ელოდება.

 

წარმოიდგინეთ, რეჟიმის წინააღმდეგ საუბრისთვის, ბელარუსის მოქალაქეებს 15-20 წლით აგზავნიან ციხეში. უკრაინის მხარდაჭერისთვის 15-წლიანი პატიმრობაა დაწესებული, თუ ვინმე უკრაინის არმიას თუნდაც უმცირეს თანხას შესწირავს, თავისუფლების 20 წლით აღკვეთა ემუქრება. ასეთია ჩვენი დღევანდელი რეალობა.

და ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება ვინმეს შეიძლება მოსწონდეს?! რაც შეეხება დასავლეთს, ვხედავთ რამდენად ერთიანია სრულიად ცივილიზებული სამყარო დიქტატურის წინააღმდეგ, თუმცა პირადად მე მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი ზომების მიღებაა აუცილებელი, მათ შორის, სანქციების კუთხით. რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლო ხერხი, რათა დაწესებულ სანქციებს თავი აარიდოს. ბელარუსის რეჟიმის მიმართაც აუცილებელია სანქციების დაწესება - პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა თუ ორგანიზაციებმა, რომლებიც რეჟიმის დაფინანსებას უწყობენ ხელს", აღნიშნავს სვეტლანა წიხანოვსკაია "გლობალნიუსთან" საუბრისას. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *