2023 წელს, რუსეთის ნავთობის ექსპორტის ნახევარი ჩინეთში გავიდა, ინდოეთის წილი კი, ბოლო ორ წელიწადში, 40%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები, ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე ავრცელებენ.
„დღევანდელ ვითარებაში მთავარი პარტნიორები არიან ჩინეთი, რომლის წილი გაიზარდა და დაახლოებით, 45-50%-მდეა და ასევე, ინდოეთი, რომელთანაც მანამდე ექსპორტი, ძირითადად, არ გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში კი, დიდ მასშტაბს მიაღწია“, - ამბობს ნოვაკი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე პასუხისმგებელი პირია.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ევროპის წილი რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტში 40-45%-დან, დაახლოებით, 4-5%-მდე დაეცა.
0 კომენტარი