რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება - ინფორმაციას მისი თანამოაზრეები ავრცელებენ. 

როგორც ირკვევა, კრემლის მწვავე კრიტიკოსი, იამალ-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, ხარპის დასახლებაში იმყოფება. მისი ნახვის შესაძლებლობა დღეს ადვოკატებსაც მიეცათ, რომელთა განცხადებით პოლიტიკური ლიდერი “თავს კარგად გრძნობს”.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის მისი ადვოკატები და თანამოაზრეები ორი კვირის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, ის არ მიჰყავდათ ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზეც.  

 

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *