რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ “საზღვარგარეთ მყოფ სულ უფრო მეტ რუს მოქალაქეს, სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, რადგან დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოში, ბავშვები, საერთო საპირფარეშოებით სარგებლობენ”.
“სულ უფრო მეტ მოქალაქეს რუსეთში დაბრუნების სურვილი აქვს, რადგან ბავშვების აღზრდა რთულია იმ პირობებში, რაც დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოშია შექმნილი. უკაცრავად, მაგრამ ბიჭები და გოგონები საერთო საპირფარეშოებით სარგებლობენ. ამიტომ ბევრი, ვინც სხვადასხვა მიზეზით ქვეყნიდან წავიდა, დაბრუნდა, ან დაბრუნებაზე ფიქრობს. ასეთ პირობებში ცხოვრება რთულია ტრადიციული, ნორმალური ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის შევინარჩუნოთ - შევინარჩუნოთ ჩვენი ერის კულტურული კოდი”,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
0 კომენტარი