“ჰამასი” აცხადებს, რომ პალესტინა უარს ამბობს მძევლების გათავისუფლების პერსპექტივის განხილვაზე, სანამ ისრაელი, ღაზას სექტორში, ომის დასრულებას არ დათანხმდება. “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “არსებობს პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღარ ვისაუბრებთ დაკავებულთა გაცვლის პერსპექტივაზე, თუ ისრაელის მხრიდან აგრესია არ შეწყდება”.

ნოემბრის ბოლოს, ექვსდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, “ჰამასმა”, ციხეში მყოფი პალესტინელების სანაცვლოდ, 105 მძევალი გაათავისუფლა. სავარაუდო დათვლებით, ისრაელის 120 მოქალაქე ამ დრომდე "ჰამასის" ტყვეობაშია.

ისრაელის მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო მიმართვისას თქვა: “ვინც ფიქრობს, რომ ისრაელი მალე შეაჩერებს ომს “ჰამასის” წინააღმდეგ, რეალობას აცდენილია. “ჰამასის” ყველა წევრს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს - დანებება ან სიკვდილი. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ “ჰამასი”, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, არ აღმოიფხვრება - გამარჯვებამდე".

განცხადება გაავრცელა ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმაც და პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ “ისრაელის ძალების შეჩერება “ჰამასის” საბოლოო დამარცხებამდე და ყველა მძევლის გათავისუფლებამდე, "დამარცხების ტოლფასი იქნება”. ისრაელმა ოთხშაბათს თქვა, რომ ღაზას სექტორში გვირაბების მორიგი ქსელი აღმოაჩინა, რომელსაც, მათი ინფორმაციით, “ჰამასის” ლიდერები იყენებდნენ,მათ შორის, ისინი, ვინც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ. "გვირაბის დიდი ქსელი, რომელიც აკავშირებს ტერორისტების სამალავებს საცხოვრებელ საცხოვრებელ სახლებთან და სხვა დაწესებულებებთან, “ჰამასის” მაღალი რანგის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ოპერატიული საქმიანობის სამართავად, გვირაბებს  “ჰამასის” ლიდერები, მათ შორის, ისმაილ ჰანიე, იაჰია სინვარი, მუჰამედ დეიფი და სხვები იყენებდნენ“, - განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა პიტერ ლერნერმა.

სინვარი და დეიფი “ჰამასის” ერთ-ერთი მთავარი მებრძოლები არიან, რომლებსაც ისრაელი, 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს, რა დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *