"ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან გვქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, წარსულში სომხეთის თავდაცვის სექტორის ურთიერთობების 95-97% რუსეთთან იყო, თუმცა ამჟამად ეს არ უნდა ხდებოდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო.
„სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები. ახლა ეს არ შეიძლება გრძელდებოდეს იმავე რეჟიმში, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს, მაგალითად, ინდოეთთან ამ კონცეფციაში. 2022 წლის იანვარში, რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მომზადდა, თუმცა აზერბაიჯანის მიერ, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია. ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე დასრულდება.
0 კომენტარი