მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მომზადება, როგორც სწავლების ნაწილი, დპენრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის მახლობლად მიმდინარეობს, რომელსაც რუსული სამხედროები აკონტროლებენ.

მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ წვრთნები 27 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რა დროსაც “სამხედრო პერსონალს შეეძლება კვალიფიკაციის გაუმჯობესება თავდაცვითი და სამშვიდობო ოპერაციების წარმართვაში”. მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ისიც, რომ “წვრთნების გამო, განსაზღვრულ პერიოდში, სამხედრო ტექნიკა ქვეყნის გზებზე იმოძრავებს”.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მოლდოვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს. მსგავსი დოკუმენტი, საკანონმდებლო დონეზე, მოლდოვამ 2011 წლის შემდეგ, პირველად მიიღო.

European Pravda-ს ცნობით, 2023 წელს, მოლდოვას თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა. დამატებითი ფინანსები, ძირითადად მიმართული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად. ასევე, ევროკავშირმა მოლდოვის ეროვნულ არმიას სამედიცინო და დამცავი აღჭურვილობა, ნაღმების დეტექტორები, ყველგანმავალი მანქანები, დრონები და გენერატორები გადასცა.

1990 წელს, დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, მე-14 საბჭოთა არმია განლაგდა, რომელიც, ძირითადად, რუსი სამხედროებით იყო დაკომპლექტებული. 1990-1992 წლებში, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ მოლდოვას წინააღმდეგ ომში და თვითგამოცხადებულ სეპარატისტებს უჭერდნენ მხარს. 1992 წლის 21 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, ტერიტორია კი, რუსეთის საოკუპაციო ნაწილში მოხვდა მოლდოვაზე რუსული გავლენის ბერკეტით.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *