ისრაელის არმია მზად არის ღაზას სექტორში შესასვლელად, მაგრამ „ტაქტიკური, ოპერატიული” ფაქტორების გამო ყოვნდება,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
ჰალევიმ აღნიშნა, რომ ჰამასი „ნანობს” ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყებას, და აღიარა, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრა „ტაქტიკური და სტრატეგიული მოსაზრებების გამოც კი” ყოვნდება, მაგრამ ამავდროულად, ისრაელის უკეთესად მომზადების საშუალებას აძლევს.
„ამისთვის მოვემზადეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და სამხრეთის ხელმძღვანელობამ შეტევის ხარისხიანი გეგმები მოამზადეს ომის მიზნების მისაღწევად… ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის [სახმელეთო] ოპერაციისთვის, და შემდეგი ნაბიჯის ფორმასა და დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ეშელონთან ერთად მივიღებთ“, - განაცხადა ჰალევიმ.
0 კომენტარი