გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 153 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ათმა ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ დააფიქსირა, მათ შორის, შეერთებული შტატების, ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთის წარმომადგენლებმა, 23-მა კი, თავი შეიკავა.
“დღეს ისტორიული გენერალური ასამბლეის დარბაზში დღე იყო, სადაც მკაფიო გზავნილი დაფიქსირდა”- თქვა გაეროში პალისტინის ელჩმა რიად მანსურმა. მისივე თქმით, “საერთო ვალდებულებაა ეს გზა გაგრძელდეს”.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრენსისმა, რომელიც შეხვედრას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ მსოფლიო მოწმეა „მოქალაქეებზე თავდასხმის, ჰუმანიტარული სისტემების ნგრევის, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის მიმართ უპატივცემლობის“.
გაერო-ს რეზოლუციაში ნახსენები არ არის “ჰამასი” და ის შეფასებულია როგორც “ბოევიკთა ჯგუფი”. ასამბლეამ არც შეერთებული შტატებისა და ავსტრიის მიერ შემოთავაზაებული შესწორებები მიიღო. შეერთებული შტატები რეზოლუციაში ითხოვდა განმარტებას, რომ “გაერო ერთმნიშვნელოვნად გმობს “ჰამასის” საზარელ ტერორისტულ თავდასხმებს”, ხოლო ავსტრიას გამოვიდა მოწოდებით, რომ”ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ”.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში გილად ერდანმა რეზოლუცია გააპროტესტა და მას თქვალთმაქცური უწოდა. ეს პოზიცია შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ლინდა ტომას-გრინფილდმაც გაიზიარა. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები ერთგული რჩება ისრაელის უფლების რომ საკუთარი სახელწიფო დაიცვას. მან ასევე კითხვით მიმართა ასამბლეის წევრებს, რატომ გაუჭირდათ 7 ოქტომბრის დაგმობა და “ცალსახად თქმა, რომ მოქალაქეების, მათ შორის, მშობლების თვალწინ ბავშვებისთვის იარაღის სროლა და გაუგონარი სისასტიკით მძევლად აყვანა, გაუმართლებელია”.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი არ არის, თუმცა ასამბლეის გზავნილები მსოფლიო აზრის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
0 კომენტარი