უკრაინამ ტვირთის პირველი ნაკადი პოლონეთში სარკინიგზო გზით შეიტანა. “ტვირთმა გვერდი აუარა პოლონელი მძღოლების მიერ ორ ქვეყანას შორის ბლოკირებულ საზღვარს”, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის წარმომადგენელმა.
პოლონელი გადამზიდავების პროტესტი გასულ თვეს, უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის მოხსნილი შეზღუდვების გამო დაიწყო, რის გამოც, მათი მტკიცებით, ბიზნესი ზარალდება. სატვირთო მანქანების მძღოლებმა უკრაინისკენ მიმავალი მთავარი საავტომობილო დერეფნები გადაკეტეს, რამაც საწვავსა და ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდა, ასევე, უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
“უკრაინული და პოლონური მხარეები შეთანხმდნენ ყველა საკითხზე, რომელიც სატრანსპორტო, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებს ეხება”,- აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო რკინიგზაში.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, პოლონეთის მხარეს 3 500 სატვირთო მანქანაა ბლოკირებული და ამ დრომდე, ხელისუფლებამ აქციის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
0 კომენტარი