ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ბოლო დღეებში “ჰამასის” ათობით მებრძოლი ისრაელის არმიას ჩაბარდა, რადგან ისრაელი “ჰამასისა” და მისი ხელმძღვანელობის გასანადგურებლად საკუთარ ძალას კიდევ უფრო აძლიერებს. მისივე განცხადებით, მსოფლიო “ჰამასისა” და მისი ლიდერის, იაგია სინვარის “დასასრულის დასაწყისს” ადევნებს თვალს.
“ისინი აბარებენ იარაღს და ნებდებიან ჩვენს გმირ მეომრებს. დრო სჭირდება, რადგან ეს ომი დაიწყო, თუმცა მე ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომ ისინი დასრულებულნი არიან. ნუ გაწირავთ სიცოცხლეს სინვარისთვის. ჩაბარდით”, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
0 კომენტარი