ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთიდან ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი ბელარუსში დასრულებულია. ინფორმაცია მან სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური ბლოკის შეხვედრაზე გაახმოვანა და დასძინა ისიც, რომ ბირთვული ტაქტიკური იარაღის გადაზიდვა ოქტომბერში დასრულდა. განცხადებამ ბუნებრივი შეშფოთება გამოიწვია რეგიონში, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის იარაღი მიიღო ბელარუსმა რუსეთიდან, ან სად განალაგეს ისინი.
რუსეთმა განაცხადა, რომ ყველა იმ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებს, რასაც ბელარუსში აგზავნის. ბირთვულ ტაქტიკურ იარაღზე კი ცნობილია, რომ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლადაა განკუთვნილი და ბევრად უფრო მძლავრ ბირთვულ ქობინებთან შედარებით, მოკლე დიაპაზონი და დაბალი გამძლეობა აქვს.
ბელარუსის ლიდერმა დასძინა, რომ რუსული ბირთვული იარაღის “მასპინძლობა” ნატო-ს წევრი პოლონეთის აგრესიის შეკავებას ისახავს მიზნად. პოლონეთი, უკრაინას, ომის დაწყების პირველივე დღიდან განსაკუთრებული სიმტკიცით უჭერს მხარს როგორც სამხედრო, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მიმართულებით, ისე სანქციების დაწესების კუთხით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.
0 კომენტარი