ჰამასმა აიღო პასუხისმგებლობა 2 ოქტომბერს თელ-ავივში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

ჰამასის მიხედვით ტერაქტის მონაწილეები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ჰამასის წევრები არიან. 7 მსხვერპლიდან 6-ის სახელი უკვე ცნობილია. მათ შორისაა ქართველი ილია ნოზაძე. 

1-ელ ოქტომბერს, თელ-ავივის სადგურზე ორმა შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა. პოლიციის ცნობით, ორივე თავდამსხმელი მოკლულია.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *