ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კატცმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ პორტუგალიელი დიპლომატი ისრაელში შესვლას ვეღარ შეძლებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება ირანის გუშინდელ თავდასხმაზე გუტერეშის რეაქციის საპასუხოდ მიიღეს, რადგან გაეროს გენერალურ მდივანს "ირანის ქმედებები ერთმნიშვნელოვნად არ დაუგმია."
ისრაელის განცხადებით, გუტერეშის პოლიტიკა მთელი კონფლიქტის განმავლობაში "ზურგს უმაგრებდა ჰამასს, ჰეზბოლასა და ჰუსიტების, ხოლო ახლა კი უკვე გლობალური ტერორიზმის აკვან ირანსაც უმაგრებს ზურგს."
განცხადებაში კატცი ამბობს, რომ "არავინ, ვინც ერთმნიშვნელოვნად არ გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე არ იმსახურებს ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას."
ცნობისთვის, გუშინ, 1 ოქტომბერს, ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. იმავე საღამოს თელ-ავივში, ორმა შეიარაღებულმა პიროვნებამ სადგურზე მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ტერაქტის შედეგად შედეგად დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე.
0 კომენტარი