გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის თქმით "ირანი მთელი რეგიონის ცეცხლის ალში გახვევას რისკავს, რაც ნებისმიერ ფასადუნდა ავიცილოთ. ჰეზბოლამ და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე."
ცნობისთვის, გუშინ, 1 ოქტომბერს, ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. იმავე საღამოს თელ-ავივში, ორმა შეიარაღებულმა პიროვნებამ სადგურზე მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ტერაქტის შედეგად შედეგად დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე.
0 კომენტარი