თუ ირანი ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღის გაშვებას არ გეგმავს, როგორც ჩანს, დღევანდელი შეტევა დასრულებულია, - ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტი იუწყება. 

ისრაელის ხელისუფლებამ მოქალაქეებს უთხრა, რომ მათ უკვე შეუძლიათ თავშესაფრები დატოვონ. ისრაელის აეროპორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე კვლავ გახსნილია.

სოციალური მედიაში აქტიურად ვრცელდება იმ ბალისტიკური რაკეტების ფოტოები, რომლებიც ისრაელის ცაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მათი ნაწილის გაუვნებელყოფა ისრაელმა ვერ შეძლო, რადგან როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აფეთქებების ხმა იერუსალიმშიც ისმოდა. ისრაელი იუწყება, რომ რამდენიმე ლოკაციაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

IDF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოქალაქეებმა უსაფრთხოების მიზნით მათი მითითებების შესრულება განაგრძონ". ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება". 

"ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილზე, როგორც გადავწყვეტთ", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *