ისრაელმა ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო:"ჩვენი პოლიტიკური ეშელონის რამდენიმე საათის წინანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაიწყო ლიმიტირებული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო რეიდები. " – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

გუშინ 29 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ომის მომდევნო ფაზა ჰეზბოლას წინააღდეგ მალე დაიწყებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება გააკეთა. 

"მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი გაჩერდნენ. ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ".- თქვა ჯო ბაიდენმა ორშაბათს CBS-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია ისრაელის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით. 

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოები გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრისკენ მოწოდებებს აკეთებენ. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით "ნებისმიერი დამატებითი სამხედრო ინტერვენცია დრამატულად გაამწვავებს სიტუაციას და ამის თავიდან აცილებაა საჭირო."

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *