უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2008 აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს ეს ტერიტორიები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც სუფევს უკანონობა, უპერსპექტივობა და უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოს შეწყდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვი განაგრძობს ე.წ „ბორდერიზაციას“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ზეწოლას, პროპაგანდას და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდულ მეთოდებს. რუსეთის აგრესია საქართველოსა და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის იმ ხანგრძლივი იმპერიალისტური პოლიტიკისა, რომელსაც 21 საუკუნეში ადგილი არ აქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლოა დააშოშმინოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა და აიძულოს მას დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და პასუხი აგებინოს რუს დამნაშავეებს ყველა დანაშაულისა და სისასტიკისათვის", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნათქვამ განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *