შეკითხვაზე, როგორ აღიქვამენ თავად უკრაინელები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ე.წ. სამშვიდო მოლაპარაკების ინიციატივას, უკრაინის რადას წევრი, ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს პროცესი პრემიერ ორბანის მხრიდან, პირად პიარსა და კავშირებზე ზრუნვას ჰგავს, ვიდრე არსებითი სტრატეგიის არსებობას.
"ვფიქრობ, ის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველი პირი, საკუთარ სტატუსს პირადი პიარისა და კავშირების გასაძლიერებლად იყენებს, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან... მას არ აქვს რაიმე არსებითი წინადადება, ეს ყველაფერი მისი მხრიდან ყურადღების მიპყრობის მცდელობას ჰგავს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე, ჩვენ 37-ჯერ დავდეთ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ასეთი თამაში უკრაინის საკითხით, არავის წაადგება", - ამბობს უკრაინის რადას წევრი.
0 კომენტარი