ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-უკრაინის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
თეთრი სახლის ლიდერმა დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, გააფართოვონ დაზვერვის ერთობლივი საქმიანობა, გააგრძელონ უკრაინული ჯარების წვრთნა და ინვესტიციები უკრაინის ინდუსტრიულ ბაზაში, რათა ქვეყანამ საკუთარი საბრძოლო მასალის წარმოება შეძლოს.
ბაიდენის თქმით, შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს, მდგრადსა და გამძლეს გახდის.
„აშშ აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე. ნებისმიერი ბანკი მსოფლიოში, რომელიც იმუშავებს სანქცირებული რუსულ ბანკებთან, თავადაც დასანქცირდება. შეერთებულმა შტატებმა 300 ახალი სანქცია დააწესა. ვლადიმირ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, მაგრამ ახალი სანქციები ამას შეაფერხებს. პუტინი ვერ მოესწრება ჩვენს დაყოფას. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში", - განაცხადა ბაიდენმა.
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა“, - განაცხადა თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ, - „მიღწეული შეთანხმება შეუნარჩუნებს ადამიანებს სიცოცხლეს. გარდა ამისა, ის შეიცავს დებულებებს მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის ომის დასრულების შემდეგ“.
0 კომენტარი