უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.
ვიქტორ ორბანი (უნგრეთის პრემიერმინისტრი): ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ნატოს გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს.
იენს სტოლტენბერგი (ნატოს გენერალური მდივანი): მე იმედი მაქვს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები შეთანხმდებიან გრძელვადიან ფინანსურ დახმარებაზე, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდეს. ეს უზრუნველყოფს პროგნოზირებადობასა და ანგარიშვალდებულებას, რომელიც უკრაინას სჭირდება. პრემიერმინისტრმა ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ამ ძალისხმევებში და ჩემთვის მისაღებია ეს პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის დახმარებაში უნგრეთის პერსოინალი მონაწილეობას არ მიიღებს და უნგრეთის ფინანსური საშუალებები გამოყენებული არ იქნება. ამავე დროს, პრემიერმინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება ამ ძალისხმევებს.
0 კომენტარი