ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აზოვის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებისთვის ამერიკული იარაღის გადაცემის უფლებას გასცემს. ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
თეთრმა სახლმა შესაბამისი გადაწყვეტილება აზოვის ბრიგადის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოწმების შემდეგ მიიღო. რამდენიმე წლის წინ ამერიკელებმა აზოვის შეიარაღებაზე აკრძალვა დააწესეს, რისი მიზეზიც დაჯგუფების წარმოშობისა და მიზნების შესახებ ვაშინგტონში არსებული შეშფოთება იყო.
თუმცა, ამიერიდან უკრაინის ეროვნული გვარდიის ამ ბრიგადას აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე ისევე ექნება წვდომა, როგორც ნებისმიერ სხვა დანაყოფს.
აზოვის პოლკი, რომელსაც ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ფესვები აქვს, არის უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი და ჩამოყალიბდა ბატალიონიდან, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან აღმოსავლეთ უკრაინაში.
0 კომენტარი