24 ერთეული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, შესაძლოა გამოყენებული იქნას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებზე დარტყმისთვის. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა თქვა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვას, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროუმ გააფრთხილა კიევი, რომ ბრიუსელის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის საჰაერო სივრცეში არ ეფრინა.
„არ არსებობს ბელგიური სტილის შეზღუდვა. ჩვენ ვიყენებთ იმავე პრინციპს, რომელიც გამოვიყენეთ ყველა სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაწვდით. ჩვენ მათგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა, როგორც ეს მითითებულია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გამოიყენებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ თვითმფრინავებს მხოლოდ თავდაცვისთვის“, - თქვა ოლონგრენმა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ეს განცადება სინგაპირში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პენტაგონის მეთაური ლოიდ ოსტინი და ურკაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
0 კომენტარი