ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა გადახედონ უკრაინისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და ნება დართონ კიევს, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიმიმურ სამიზნეებს დაარტყას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოფიაში გამართულ სამიტზე ისაუბრა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს და ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებსაც გულისხმობს. მან მოუწოდა მოკავშირეებს შეზღუდვებს გადახედონ.
„თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, ჩვენ ამას ახლა აშკარად ვხედავთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში, რადგან რუსული ჯარები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე და საზღვარზე უკრაინის ტერიტორიას ესხმიან თავს. ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად გადის საზღვრის გასწვრივ და თუ ვერ უტევთ რუსულ ძალებს ფრონტის მეორე მხარეს, რადგან ისინი საზღვრის მეორე მხარეს არიან, მაშინ თქვენ ნამდვილად ამცირებთ უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს. ჩემი მესიჯია, რომ უნდა გადავხედოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ძალიან ბევრი შეზღუდვით ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცალ ხელს ვუბოჭავთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
0 კომენტარი