საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილი.
თეირანში ასევე ჩავიდნენ ტაჯიკეთისა და ტუნისის პრეზიდენტები, ერაყის, პაკისტანისა და კატარის პრემიერ-მიინსტრები. ასევე, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდნენ, კვირას, 19 მაისს, ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად.
ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.
0 კომენტარი