ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.
ვერტმფრენმა, რომლითაც რაისი და აბდოლაჰიანი აზერიბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიიდან თეირანის მიმართულებით მიფრინავდა, კატასტროფა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაღალმთიან რეგიონში განიცადა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ პარასკევის ლოცვის იმამი ქალაქ თავრიზში აიათოლა მოჰამად ალი ალ-ე ჰაშემი, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, გენერალი მალეკ რაჰმათი, პრეზიდენტის დაცვის ქვედანაყოფის მეთაური სარდარ სეიედ მეჰდი მუსავი, ასევე დაცვის რამდენიმე წევრი და ვერტმფრენის ეკიპაჟი.
იბრაჰიმ რაისი ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ მოიაზრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლებას ბოლო პერიოდში უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, რისი მიზეზიც თეირანის მიერ ჰუსიტების მხარადჭერაა, ასევე ისრაელთან ჰამაისა და ჰეზბოლას ფინანსური და სამხედრო დახმარების გამო და უკრაინასთან რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისა და უკრაინის ქალაქების დასაბომბად გაგზავნილი ათასობით ირანული დრონის გამო.
0 კომენტარი