ვერტმფრენმა, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერიბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიიდან თეირანის მიმართულებით მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრენი აპარატი ავარიულად დაეშვა, თუმცა მის ადგილსამყოფელს მეშვიდე საათია ვერ ადგენენ. სავარაუდო ტერიტორიას 40-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი სწავლობს, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ნისლი და ძლიერი წვიმა. შემთხვევა ჩრდილოეთ ირანის მაღალმთიან და მიუვალ რეგიონში მოხდა.
პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. აიათოლამ უშიშროების საბჭო უკვე შეკრიბა და ქვეყნის მოსახლეობას რაისის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
ავიაკატასტროფამდე რაისი სასაზღვრო რაიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლებას ბოლო პერიოდში უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, რისი მიზეზიც თეირანის მიერ ჰუსიტების მხარადჭერაა, ასევე ისრაელთან ჰამაისა და ჰეზბოლას ფინანსური და სამხედრო დახმარების გამო და უკრაინასთან რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისა და უკრაინის ქალაქების დასაბომბად გაგზავნილი ათასობით ირანული დრონის გამო.
0 კომენტარი