მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია დიდი ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებსა და აღჭურვილობას დაარტყას როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუ კიევი ბრიტანულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. კრემლმა ასეთი მუქარით უპასუხა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონს, რომელმაც გასულ კვირას სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ უკრაინას „უფლება“ აქვს დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

„დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეიძლება საპასუხო სამიზნე, თუ უკრაინა თავდასხმებზე ბრიტანული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელებს თავდასხმებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

გარდა ამისა, კემერონის სიტყვების საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.

„ელჩს მოუწოდეს, დაფიქრებულიყო ლონდონის ასეთი მტრული ნაბიჯების გარდაუვალი კატასტროფული შედეგების თაობაზე, ასევე სასწრაფოდ და ცალსახად დაეგმო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის აგრესიული და პროვოკაციული განცხადებები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის 2022 წლის თებერვალში გაუარესდა, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ლონდონმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

ორშაბათს, 6 მაისს, რუსეთმა განაცხადა, რომ იწყებს წვრთნებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით და დაადანაშაულა დასავლელი ოფიციალური პირები "პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარაში უკრაინისადმი მხარდაჭერის გაღრმავების გზით“.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *