თურქეთის სასამართლომ ქალაქ ვანში პროქურთული პარტიის ახლადარჩეულ მერს თანამდებობის დაკავების საშუალება არ მისცა, რამაც ოპოზიციისა და მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოიწვია.

პროქურთულმა პარტიამ DEM მოუწოდა ხელისუფლებას, შეცვალოს ეს უკანონო გადაწყვეტილება და გამარჯვებულ კანდიდატ აბდულა ზეიდანს თანამდებობის დაკავების საშუალება მისცეს. ზეიდანმა, რომელიც პროქურთული პარტიის კანდიდატია, ვანში ხმების 55,5% მოიპოვა, ერდოღანის კანდიდატმა კი 27,2%.

ვნებათაღელვაა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სანლიურფას რეგიონშიც, სადაც საარჩწევნო კომისიამ შედეგები გააუქმა, რის მიზეზადაც დარღვევები დაასახელა, ახალი კენჭისყრა კი 2 ივნისს დანიშნა. აქ პროქურთული პარტიის კანდიდატმა ხმების 33.2% დააგროვა და ერდოღანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა (30.72%).

გუშინ, გვიან ღამით, სამხრეთ-აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქსა და ასევე სტამბოლის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა. მომიტინგეები სკანდირებდნენ: "ვანში გადატრიალებაა".

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების შეცვლა სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მასში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *