რუსეთი "თალიბანთან" დიალოგის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერი საუბრობს. დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ავღანეთი რუსეთის მეზობელი ქვეყანაა და მოსკოვს ქაბულთან კონტაქტები მუდმივად აქვს. მან ასევე ისაუბრა "აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც „თალიბანთან“, როგორც ავღანეთის დე-ფაქტო მმართველ ორგანიზაციასთან, დიალოგს მოითხოვს".
კრემლის სპიკერს არაფერი დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოა, რომ განსახილველ საკითხებს შორის 22 მარტს მოსკოვში მომხდარი ტერაქტიც იქნება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, როგორც ცნობილია, ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლაურმა სახელმწიფომ" აიღო, კერძოდ კი მისმა იმ განშტოებამ, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს. კრემლში აცხადებენ, რომ ტერაქტში უკრაინული კვალიც ჩანს, რასაც კიევი და ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფენ.
"თალიბანი" ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ამერიკული ჯარები გავიდნენ, თუმცა რუსეთს ის დღემდე ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან არ ამოუღია.
0 კომენტარი