2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული 10 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თუცმა, რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან ეს რიცხვი არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ფრონტის დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს.
რუსეთი ასევე ახორციელებს უკრაინელი ბავშვების მასობრივი დეპორტაციის კამპანიას საერთაშორისო სამართლის დარღვევით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა სულ მცირე 19,500 ბავშვი გაიტაცა და მათგან სახლში მხოლოდ 400 დაბრუნდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ასევე გაანადგურა ან დააზიანა ყოველი მეშვიდე სკოლა და 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლე აიძულა, განათლება მიეტოვებინა. თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების 20%-ზე მეტი დისტანციურად სწავლობს, რადგან ფიზიკურად ბავშვების მიღების უფლება მხოლოდ თავშესაფრებით აღჭურვილ სკოლებს აქვთ.
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2023 წლის თებერვალში დაადგინა, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი უკრაინელი ბავშვი იყო დეპრესიის, შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკის ქვეშ, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით.
0 კომენტარი