რუსეთი ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა უკრაინისთვის გადაცემულ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს ჩამოაგდებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, საჰაერო ძალების მფრინავებთან შეხვედრისას განაცხადა. კრემლის ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთი საკუთარ ხალხს რუსეთით აშინებს, რათა მათგან „უფრო მეტი ფული ამოიღოს".

„პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს და ჩეხეთს ეშინიათ, მაგრამ ჩვენ მათ მიმართ აგრესიული გეგმები არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, თუ ისინი უკრაინას F-16-ებს გადასცემენ, ჩვენ მათ ისევე გავანადგურებთ, როგორც ტანკებს ვანადგურებთ“, - ამბობს პუტინი.

სააგენტო როიტერსი წერს, რომ კრემლის ლიდერი ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს უკრაინა უახლოეს თვეებში მიიღებს.

როგორც ცნობილი ხდება, F-16-ების კიევისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ბელგიამ, დანიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *