აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ "ჰამასის" მიერ, 7 ოქტომბრის თავდსახმის შემდეგ გატაცებული ისრაელელი მძევლების განთავისუფლების საკითხზე შეთანხმება შედგება.

„დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებაზე მოლაპარაკებებს, რომელიც შეჩერდა“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მანამდე კი, სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისრაელის პირველ პირს პოზიცია არ შეუცვლია.

პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია, რადგან "ისრაელს "ჰამასის" განადგურების გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს". მან ასევე უარი თქვა "ჰამასის" შეთავაზებაზე, მძევლების დაბრუნების სანაცვლოდ, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *