ბორის ნადეჟდინის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ წარდგენილი ხელმოწერების 15% ბათილად ცნო. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კანდიდატის ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დასაშვები, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია ალბათობა, ცესკომ მისი კანდიდატურა საარჩევნო სიიდან მოხსნას. მიუხედავად ამისა, რუსმა კანდიდატმა ნადეჟდინმა თქვა, რომ ხელმოწერებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რათა საბოლოოდ, რათა მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთოს და მოქმედ პრეზიდენტს დაუპირისპირდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გაუქმებულია 4 500 ხელმოწერა, მიზეზად კი, "ხელმოწერების გასწვრივ თარიღების მოგვიანებით მითითება" სახელდება. საბოლოოდ, 7 თებერვალს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო კანდიდატის მიმართ, რომელიც საარჩევნო მარათონში ანტისაომარი საარჩევნო გზავნილებით ჩაერთო.
0 კომენტარი