უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, დღეს დილით, კიევზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და ლვოვზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა შორის რამდენიმე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კიევის ინფორმაციითვე, რუსეთმა, საჰაერო იერიშებისას 158 რაკეტა გაისროლა, 118-ის განადგურება უკრაინელებმა შეძლეს, დანარჩენების სამიზნე კი, ძირითადად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფო.  

დღესვე პოლონეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. გენერალ ვისლავ კუკულას თქმით, "ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რაკეტა უკრაინიდან შევიდა და ისევ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა. პოლონელი გენერლების განცხადებითვე, რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, დაახლოებით, სამი წუთი დაჰყო და 40 კმ გაიარა.

რადარზე რუსული საფრენი აპარატების გამოჩენის შემდეგ, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებში ნამსხვრევების ძებნა დაიწყო, თუმცა დაშვების შესახებ მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ თქვა, რომ საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, რეგულარული მებრძოლების საბრძოლო მზადყოფნა ძლიერდება. 

Update: ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვა 30-ს მიაღწია. მძიმედაა დაშავებული 160 მოქალაქე. უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმების სერია, ამ ომში ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა იყო.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი „თავის არსენალში არსებულ თითქმის ყველა ტიპის იარაღს იყენებდა უკრაინაში“, რომელთა დიდი ნაწილი საცხოვრებელ სახლებსა და სამშობიაროებს მოხვდა.  

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *