18 მაისს, ვატიკანში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეიდი ვენსს შეხვდა. შეხვედრა პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა, რაც თებერვალში, თეთრ სახლში მწვავე კამათის შემდეგ, ჯეიდი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირველი შეხვედრა გახლდათ. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ესწრებოდა. 

"კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეიდი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან რომში." - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს, სადაც "რუსებმა დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნეს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა."

ამასთანავე, ზელენსკის თქმით, იგი ვენსსა და რუბიოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საჭიროებაზე ესაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა და ასევე, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. 

"რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, სანამ ის მზად არ არის ომის დასასრულებლად და რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *