ისევ ერ-რიადში, ისევ მოლაპარაკებებზე – ამერიკული და რუსული დელეგაციები დილიდან საუბრობენ. თემა ბევრია, თუმცა დღეს მხარეები ერთ კონკრეტულზე ამახვილებენ ყურადღებას. აქცენტი კეთდება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე, რომელიც ამოწურვამდე, შავი ზღვის აკვატორიაში სურსათით დატვირთული გემების მიმოსვლისთვის უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფდა. ეს კი შავ ზღვაში დარტყმაზე მორატორიუმის ტოლფასია, რაც ამერიკული მხარის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია.

"სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე აშკარად არსებობს საერთო გაგება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ამ მიმართულებით ჩვენი დელეგაციები ერ-რიადში საუბრობენ. ძალიან ბევრი განსხვავებული ასპექტია გასავლელი დარეგულირების საკითხის ირგვლივ. დღის წესრიგში არის შავი ზღვის ინიციატივის საკითხი და მის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იყო პრეზიდენტი ტრამპის ინციატივა, რომელსაც პრეზიდეტი პუტინი დაეთანხმა და აი სწორედ ასეთი მანდატით გაემგზავრა ჩვენი დელეგაცია ერ-რიადში.  ეს პირველ რიგში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება,თუმცა თუ გახსოვთ მისი პირველადი სახე,მასში იყო საკმაოდ დიდი ნაწილი ვალდებულებების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც წარსულში არ შესრულებულა,ამიტომ დღეს ეს განიხილება" – აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამ ინტერვიუში კრემლი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი პუტინის განკარგულება ძალაში რჩება და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსსეთის მხრიდან დარტყმები არ მიმდინარეობს. კიევი მოსკოვს საწინააღმდეგოში ადანაშაულებს. პარალელურად რუსეთი გაორმაგბული ძალებით უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დღეს სუმის, გუშინ კი ზაპოროჟიეს ოლქებში მასიორი რუსული დარტყმები განხორციელდა. არის მსხვერპლი, მათ შორის მცირეწლოვნები.

"ახლა, ყოველ ღამეს მოაქვს რუსეთის მასობრივი დარტყმა დრონებით, დაახლოებით 100 შაჰედი ყოველ ჯერზე. გასულ ღამეს სამწუხაროდ 3 ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის მამა,თავის 5 წლის ქალიშვილთან ერთად.მანამდე კი ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმებმა მტელი ოჯახის სიცოცხლე წაიღო. რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს,რათა შეაჩეროს ეს ტერორი. ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე – აშშ-ზე, ევროპაზე და სხვებზე მსოფლიოს გარშემო.

ერ-რიადში შეხვედრების შემდეგ,მსოფლიოსთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა,რომ რუსეთი ერთადერთია რომელიც ამ ომს აგრძელებს, რომელმაც ომი მოიტანა და ერთადერთი ვისაც სურს მისი გაგრძელება.11 მარტის შემდეგ, ცეცხლის უპირობი შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზეა და მისი შეჩერება შესაძლებელი იყო.თუმცა ყოველდღიურად ცინიკურ თავდასხმებს ვიღებთ.ზეწოლის გარეშე მოსკოვი გააგრძელებს რეალური დიპლომატიის მიმართ უპატივცემულობას და სიცოცხლეების განადგურებას.

ჩვენი გუნდი მუშაობს კონსტრუქციუად,დისკუსიები კი საკმაოდ სარგებლიანია. დელეგაციების მუშაობა გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა რას განვიხილავთ, პუტინს უნდა უბიძგონ გასცეს რეალური ბრძანება შეაჩეროს დარტყმები – რადგან ომი უნდა წაიღოს მან, ვინც ის მოიტანა” – თქვა ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Times-სთან ინტერვიუში, გამოთქვა აზრი, რომ რუსებმა ამერიკულ დელეგაციაზე გავლენის მოხდენა მოახერხა. იმდენად, რომ CIA-ს მონაცემებზე მეტად, თეთრ სახლში მოსკოვის სიტყვებს ენდობიან. პრეზიდენტს არგუმენტად ვაშინგტონის ის გზავნილები მოჰყავს, რომლებიც კრემლის ნარატივებს იმეორებს, იქნება ეს კურსკში არსებულ სიტუაციაზე თუ სხვა. ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფიც არ მალავს, რომ პუტინის სჯერა.

"მე ვგრძნობ, რომ პუტინს მშვიდობა უნდა. პრეზიდენტს ჰქონდა ორი ძალიან პროდუქტიული ზარი გასულ კვირებში, ერთი პრეზიდენტ ზელენსკისთან,მეორე კი პრეზიდენტ პუტინთან. მე მათ ვესწრებოდი. ორივეს ვუსმინე  და ორივეგან საუბარი შეეხებოდა ხანგრძლივ მშვიდობას.  გასულ კვირას ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი იყო.მე ასევე ვერ ვხედავ,რომ მას მთელი ევროპის აღება სურდეს. ახლა განსხვავებული ვითარებაა,ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს,მაში ნატო არ არსებობდა. ვფიქრობ ევროპელების მიდიან ამ შეგნებამდე. ტრამპის დღის წესრიგია სიკვდილის დასრულება, და ორივე მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. იმის გარეშე,რომ არ გაიგო თუ რომელი რას ფიქრობს და სცადო ერთად დასვა" – აღნიშნა FOX NEWS-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა.

ერ-რიადში რჩება უკრაინული დელეგაციაც, რომელმაც 23 მარტს ამერიკელებთან შეხვედრა უკვე გამართა.მთავარი თემა ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები იყო. უკრაინული მხარე შეხვედრით კმაყოფილია,თუმცა მიანიშნებს,რომ ის ტექნიკური ხასიათისაა და რეგულარული მოლაპარაკებების ყოველი რაუდნის შემდეგ ვრცელი განცხადებები არ იქნება.

"ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. ეს დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. შევეხეთ საკვანძო საკითხებს,მათ შორის ენერგეტიკას. რეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია დაიცვას ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. უფრო ფართოდ კი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს"- წერს X-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელები უკრაინელებს ისევ შეხვდებიან. კიევს ადგილზე ენერგეტიკის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის ოფისის წევრები წარმოადგენენ. ამერიკულ დელეგაციაში კი სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკლ უოლცი არიან. ვრცელი დელეგაცია ჰყავს რუსეთს, მას საერთშორისო საკითხებში ფედერაციული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და უშიშროების სამსახურის  დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა წარმოადგენენ.

 EURONEWS

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *